вторник, 21 октября 2008 г.

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი




ჰიპოთეზა:

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი : ჭეშმარიტი სიყვარულის განცდა მხოლოდ სულით ძლიერ ადამიანთა ხვედრია....

-სიყვარულის რეცეპტი?

-ისევ სიყვარული. სიყვარული ბევრ რამეს დაგაძლევინებს. ჩემი აზრით, სიყვარულის ფორმულა მოვალეობის გრძნობასაც ემყარება. ამის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანს ვინმე უყვარდეს. საყავარელი ადამიანი რომ უნდა დაიცვა, მის ხვალინდელ დღეზე იზრუნო, უზრუნველყო როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად, ეს სასიამოვნო და საპასუხისმგებლო მოვალეობა გახლავთ. როცა გიყვარს, საყვარელ ადამიანს გაჭირვებაში არ მიატოვებ.
ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ ერთხელ შეიძლება ეწვიოს ადამიანს სიცოცხლეში და მას გაფრთხილება სჭირდება. თუ ასე არ მოვიქეცით სიყვარულიც ხელიდან გაგვიფრინდება...
ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც პირველი სიყვარული არ განუცდია.
საინტერესოა ბავშვური სიყვარული და კარგად მოსაგონარიც. რაც დრო გადის, ხვდები, რომ ეს იქნებ არც იყო სიყვარული, მაგრამ მეხსიერებაში მუდმივად დარჩენილა... რწმუნდები, რომ ეს უბრალოდ გატაცება, მოწონება, სიმპათია უფრო იყო ვიდრე სიყვარული...

ჰიპოთეზის მტკიცებულებანი:
 
. არის თუ არა ჩვენს საუკუნეში დიდი სიყვარულის მაგალითები?

- რამდენიც გნებავთ. თუნდაც ავიღოთ კახი კავსაძისა და მისი მეუღლის საარაკო სიყვარულის ამბავი. მათი ურთიერთობა ჩემთვის დიდი სიყვარულის სიმბოლო იყო ყოველთვის და ასეთად დარჩება ბოლომდე.
აი , როგორ შეუძლია მამაკაცს უყვარდეს თავისი მეუღლე, იგრძნოს მოვალეობა რასაც სიყვარული აკისრებს.
განა დიდი სიყვარულის მაგალითი არაა გალაკტიონისა და ოლღა ოკუჯავას ურთიერთობა. ყველას ჩამოთვლა ალბათ გაგვიჭირდება. ისტორიას ახსოვს ასეთი დიდი სიყვარულის ამბები.
როცა ჩვენ მათ სასიყვარულო ბარათებს ვკითხულობთ, ვრწმუნდებით იმაში, რომ ჭეშმარიტი, წმინდა სიყვარული სწორედაც რომ სულით ძლიერ ადამიანთა ხვედრია... რომ სიყვარული ძალზე ამაღლებული გრძნობაა,რომ სიყვარული ადამიანის სულიერების ნაწილია და მას აუცილებლად სჭირდება რ ო მ ა ნ ტ ი კ ა...


.......
მიჭირს ჩემის ჰიპოთეზის უარმყოფელი ფაქტების მოყვანა. ვფიქრობ, რომ სულით მდაბალ, უზნეო ადამიანს არ შეუძლია ამ სათუთი გრძნობით ტკბობა. მიჭირს ცხოვრებისეული მაგალითების მოყვანა. ალბათ, შეიძლება ასეთ ადამიანსაც ეწვიოს სიყვარული (სიყვარულისადმი მიდგომა ყველას ინდივიდუალურად ესმის და შეუძლია), მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ წმინდა გრძნობას იგი ეზიარება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ისევ და ისევ სიყვარულის წყალობით "გაკეთილშობილდება", სულით ძლიერი გახდება...


დასკვნა:
.....

გამოდის, რომ ჩვენი ჰიპოთეზა ამართლებს და ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე , ვასკვნით:

"თუ სიყვარული გაიდება გზადა და ხიდად,
თუ გულს გაუღებ, დაუტოვებსიყვარულს ბინად,
თუკი თვალებში აგენთება სიკეთის ცეცხლად,
თუ ანგელოზი მოვა შენთანდა ჩუმად გეტყვის
გ ი ყ ვ ა რ დ ე ს!!!  მაშინ...
აფერადდება ქვეყანა უცებ, ზამთარიც იყოს,
ყვავილების სურნელს შეიგრძნობ,არ შეგცივდება,
გარეთ თუნდაც ყინავდეს მაგრად,
არც ბოროტებას გადაუხდი მაგიერს ალბათ,
თუკი სიყვარულს კარს გაუღებ, მიუშვებ შენთან,
გულით ილოცებ, თავშესაფარს იპოვნი ღმერთთან,
მუდმივ გაზაფხულს დაიმკვიდრებ ნამდვილად სულში,
გარდაიცვლება ყველა გრძნობა დიდ სიყვარულში,
გული გაუღე, დაუტოვე სიყვარულს ბინად
და იგი უმალგაიდება გზადა და ხიდად..."






სილამაზე